2018 წლის 30 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და სოფლის სხვა მცხოვრებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. 

 ქუთაისის ბიუროს იურისტებმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის პრინციპებზე, სერვისებზე, კრიტერიუმებზე. შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესხებ, თუ ვინ და რა პირობებით შეიძლება გახდეს იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციარი. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ქალთა მიმართ  და ოჯახში ძალდობასთან დაკავშირებულმა საკითხებმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა. ხაზი გაესვა ტოლერანტული და უფლებრივად თანასწორი გარემოს მნიშვნელობას სკოლაში  და ზოგადად, მოზრდთა განვითარების პროცესში და ა.შ.