3 აპრილს იმერეთის–ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიურომ უმასპინძლა ზესტაფონის რაიონის მე–2, მე–4 და მე–6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

ბიუროს თანამშრომლებმა მოსწავლეებს გააცნეს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის პირობები და ადვოკატის ფუნქცია –მოვალეობები. საუბარი შეეხო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, ბავშვთა უფლებებს. მოსწავლეები დაინტერესდნენ როგორც უფასო სამართლებრივი დახმარების საკითხებით, ასევე იურისტის პროფესიის თავისებურებებით. ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა ბავშვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
 
მსგავსი სახის შეხვედრებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოსწავლეთა მიერ გამოვლენილი აგრესიის ფაქტების სიმრავლის გამო.