2018 წლის 20-21 აპრილს, ბორჯომში იურიდიული დახმარების სამსახურის მენეჯმენტის წარმომადგნელები, ბიუროების ხელმძღვანელები და კონსულტანტები დაესწრნენ ტრენინგს თემაზე „ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტის მოგვარება“. ტრენინგი ორგანიზებულიიყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამით “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG).

ტრენინგი ჩატარდა იურიდიული დახმარების სამსახურის სტრატეგიის - „მუდმივი პროფესიული გადამზადების და განვითარების“ ფარგლებში. ამ მიმართულებით მიმდინარე წლის განმავლობაში კიდევ არაერთი ტრენინგი, სემინარი და შეხვედრაა დაგეგმილი.