ცხელი ხაზი: 292 00 55
სამართლებრივი დამხარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს მაღალმთიანი სოფლების მოახლეობასთან. 2 მაისს იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლები თეა ჯანგიანი და ნანა ლუტიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფლის მცხოვრებლებისთვის საინტერესო სამართლებრივი საკითხები მოიცავდა სამეზობლო, კომლის ქონებასთან, მემკვიდრეობის, საბანკო კრედიტთან, აღსრულებასთან, საოჯახო და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ დავებს. იურისტებმა მოსახლეობას გააცნეს სამსახურის სერვისები და პირობები, რომლის მიხედვითაც ხდება საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართვა ამა თუ იმ სამართლებრივ დავებში და კრიტერიუმები, რომელიც განმსაზღვრელია სხვა სახის უფასო სამართლებრივი დახმარების მისაღებად.
ვარძიის მოსახლეობას დაურიგდა იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.