ცხელი ხაზი: 292 00 55
მიმდინარე წლის აპრილში ცნობილი გახდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2017 წელს განხორციელებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგები. აღნიშნულმა ორგანიზაციამ 2017 წელს საჯარო საწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომიბის გამოსავლენად გააანალიზა 289 საჯარო დაწესებულებასთან გაგზავნილი პასუხების შედეგები.
კვლევებმა ცხადყო, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური შედის იმ სახელმწიფო უწყებების ოცეულში, სადაც თავმოყრილია ორგანიზაციები, რომელიც საჯარო ინფორმაციას დროულად, ამომწურავად და მაღალკვიფიციურად გასცემს. გამარჯვებულ ორგანიზაციებს IDFI – ის სერტიფიკატები გადაეცათ.
იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ეს უკვე მეხუთე სერტიფიკატია, რომელიც სამსახურის გამჭვირვალე, ღია ფუნქციონირებას ხაზს უსვამს.