იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროები ქვეყნის მასშტაბით აქტიურ ათდღიან კამპანიას ახორცილებენ და  მიწის ნაკვეთების გამარტივებული რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი მოქმედებს 2018 წლის 1 ივლისამდე, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის, შესაბამისად, მხოლოდ ამ დრომდე არის შესაძლებელი, რომ მოსახლეობამ ისარგებლოს ზემოთ მითითებული კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.

აღნიშნული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში,  2018 წლის 25 მაისს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა – თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ  შეხვედრა გამართეს მოსახლეობასთან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი ხრეითის საზოგადოებრივ ცენტრში. ხრეითელები ასევე დაინტერესდნენ  სხვადასხვა სამართლებრივი საკითხებით (სესხის ხელშეკრულება, თავდებობა, საბანკო კრედიტები, მემკვიდრეობა და ა. შ.). მოსახლეობას ადგილზე გაეწია კონსულატაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
https://www.youtube.com/watch?v=HezGp4hGqTU&t=6s