მარტვილის მუნიციპალიტეტის ცენტრი და მასში შემავალი სოფლები სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას ეკუთვნის. ბიუროს იურისტები პერიოდულად სტუმრობენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და მათ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ. 

მიწის ნაკვეთების გამარტივებული რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტთან დაკავშირებით,  25 მაისს, ორი შეხვედრა შედგა მარტვილის რაიონულ ცენტრში და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში.  

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მაია დარასელიამ და ქეთევან გვაზავამ ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინეს სპეციალურად მომზადებული პრეზენტაცია, მიზნად ისახავდა ინფორმაციის მიწოდებას სამსახურის საქმიანობისა და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად  მიწის ნაკვეთის გამარტივებული წესისა და პირობების თაობაზე. 

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სამართლებრივ  კონსულტაციებს ისეთ  საკითხებთან დაკავშირებით როგორიცა: პროექტის ფარგლებში მიწის დარეგისტრირებაზე უარის თქმის შემდეგ  ადმინისტრაციისათვის ხელმეორედ მიმართვის შესაძლებლობები, მიწის დარეგისტრირება კანონის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ქონების გაფორმება პროექტის ფარგლებში, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა,  მემკვიდრეობა, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულები ურთიერთდახმარების თაობაზე  და სხვა. დამსწრე საზოგადოება  აქტიურად იყო  ჩართული დისკუსიაში.