ცხელი ხაზი: 292 00 55
მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში, 25 მაისს, ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს სიურისტებმა სალომე ნარმანიამ და მიხეილ კეკელიამ, ასევე, იურიუდიული დახმარების სამსახურის მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა ლალი ალუდაურმა შეხვედრა გამართეს ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან.
საქართველოს კანონი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ იყო საუბრის მთავარი თემა. შესაბამისად, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა წარადგინეს პრეზენტაცია მიწის ნაკვეთის გამარტივებული წესისა და პირობების თაობაზე
.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სამართლებრივ კონსულტაციებს მიწის რეგისტრაციასთან და იურიდიული დახმარების სამსახურის შესაბამის სერვისებთან დაკავშირებით.