ცხელი ხაზი: 292 00 55
კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს წამოომადგენლებმა ორი შეხვედრა გამართეს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიწის ნაკვეთის გამარტივებული წესისა და პირობების თაობაზე ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისათვის. 25 მაისს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის გამგეობაში შეკრებილებს შეხვდნენ სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი თამაზ გურაშვილი და იურისტები არჩილ ტუხაშვილი, ბექა ჯავახიშვილი და გიორგი შერმადინი. მათ შეკრებილებს წარუდგინეს სპეციალური პრეზენტაცია მიწის ნაკვეთების გამარტივებული რეგისტრაციის შესახებ და მიაწოდეს ინფორმაცია რეფორმის ვადების, იურიდიული დახმარების სამსახურის შესაბამისი სერვისების შესახებ.
ანალოგიური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 30 მაისს სოფელ ქვემო ბოდბეშიც. მოქალაქეები – მიწის ნაკვეთის მოსარგებლეები და მართლზომიერ მფლობელები მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის პროექტის დეტალებს გაეცვნენ. პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსახლეობის ნაწილს მიწის ნაკვეთები უკვე დარეგისტრირებული ჰქონდა, თუმცა გზადაგზა სხვადასხვა პრობლემებს წააწყდნენ. ნაწილისთვის კი ინფორმაცია სრულიად ახალი იყო.
იურისტებმა გიორგი შერმადიმა და ბექა ჯავახიშვილმა სოფლის მცხოვრებლებს სათნადო სამართლებრივი დახმარება გაუწის და გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის სფერო, ასევე, საუბარი იყო უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებსა და მათთვის საინტერესო სხვა სამართლებრივ საკითხზე.