ცხელი ხაზი: 292 00 55
29 მაისს, მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ჰქონდა გასვლითი კონსულტაცია მცხეთის რაიონში, სოფელ ნატახტარში აღნიშნული ღონისძიება სერიული ხასიათისაა, თემა ეხებოდა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის გამარტივების წესს და პირობებს.
სემინარი ჩაატარეს ბიუროს ადვოკატმა ირმა ჯიმშიაშვილმა, ნათია ბერძენიშვილმა და ბიუროს უფროსმა ალუდა ბუჩუკურმა. გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უძრავ ქონების რეგისტრაციის თაობაზე.
მოსახლეობას განემარტა თუ რა სახის მომსახურების მიღება შეუძლიათ იურიდიული დახმარების სამსახურში, გადაეცათ მიწის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი და იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.