31 მაისს სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები ზაზა კვირკველია   და კობა გაბელიას ქალაქ აბაშის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა არასწლულწლოვანებისა და სკოლის პედაგოგებისთვის  ინფორმაციის მიწოდებას „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების“ და იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ. 

გარადა ამისა, აუდიტორიასთვის წარუდგინეს სპეციალურად შედგენილი სლაიდ–პროგრამა „არასრულწლოვანი და მართლმსაჯულება“, სადაც ასახული იყო ინფორმაცია სამოქალქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებთან დაკავშირებით.

ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ტერორიზმი, ნაადრევი ქორწინება, მშობლების და შვილების ურთიერთობა, არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის დაუშვებლობა – ეს არის საკითხების მცირე ჩამონათვალი, რაზეც შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა. მსჯელობა გაიმართა ,,არასრულწლოვნათა მართლმსაჯულების კოდექსზე“, რომელიც 2016 წლიდან ამოქმედდა და რაც მართლმსაჯულების სისტემის ორგანოების მხრიდან ბავშვების მიმართ განსაკუთრებული მოპყრობის სტანდარტებს აწესებს. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში.
აღსანიშნავია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტი სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს სამოქმედო ტერიტორიაში შედის და ბიუროს თანამშრომლები პერიოდულად ახორციელებენ სხვადასხვა შინაარსის შეხვედრებს აბაშის მცხოვრებლებთან.