6  ივნისს  მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ირინა ბარბაქაძე და სოფია ჯოლოხავა სოფელ ერედას საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.  გასვლითი კონსულტაციის მიზანი იყო მოსწავლეებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. 

როგორც ცნობილია, 2016 წლის 1 იანვრიდან იურიდიული დახმარების სამსახური  არასრულწლოვნებს უზრუნველყოფს უფასო იურიდიული დახმარებით. მნიშვნელოვანია, მოზარდებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია სამართლებრივი საკითხების შესახებ. იურისტები ბავშვებს ესაუბნენ არასრულწლოვნების უფლებებზე და ვალდებულებებზე, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“, ნაადრევი ქორწინების,  ოჯახში ძალადობის  და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. ასევე, ამომწურავი პასუხები გასცეს მოზარდების მიერ დასმულ კითხვებს სხვადასხვა სამართლებრივ თემაზე.

მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიურო, მის სამოქმედო ტერიტორიაზე შემავალ დასახლებულ პუნქტებში, ანალოგიური სახის შეხვედრებს კიდევ გამართავს.