16 ივნისს, ლაგოდეხში "ევროპის დღეები" აღნიშნა. უკვე რამდენიმე წელია, რაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, იურიდიული დახმარების სამსახურის დონორი ორგანიზაციაა, წარმატებით აღნიშნავს ევროპის დღეებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს სამოქმედო ტერიტორიას ეკუთვნის. ამიტომ ლაგოდეხის პარკში მოწყობილ ექსპოზიციაში იურიდიული დახმარების სამსახურს სწორედ თელავის ბიუროს თანამშრომლები წარმოადგენდნენ.

ბიუროს თანამშრომლები  აქტიურად  აწვდიდნენ ინფორმაციას სამსახურის სტენდთან მოსულ ადგილობრივ მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და სამახსოვრო საჩუქრები. ადგილობრივი მოსახლეობა გაეცნო ინფორმაციას ევროკავშირის მხრიდან გაწეული იმ მხარდაჭერის შესახებ, რითაც სარგებლობს იურიდიული დამხარების სამსახური. აღნიშნული და კიდევ არაერთი ფაქტორის გამო, საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის, ლაგოდეხელებისთვის უზრუნველყოფილია სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობა.