27-28  ივლისს,  კაჭრეთში  იურიდიული დახმარების სამსახურის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატები უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავდნენ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოების პრაქტიკაში არსებულ საკითხებს.  შეხვედრის ორგანიზატორი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის(EWMI) პროგრამა “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG). 

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა სოფიო ყუბანეიშვილმა და აკაკი ლომსაძემ განიხილეს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის აქტუალური საკითხები:  მხარდაჭერის მიმღებად პირის ცნობის შესახებ საქმეებზე არაერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა,  საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზები, საქმის წარმოებაში მიღება, სასარჩელო მოთხოვნათა გაზრდა, შუამდგომლობათა განხილვა, მაგისტრი მოსამართლის განსჯადი საქმეები, არასრულწლოვნის უფლება დაცვა, არასრულწლოვნების ჩართვა პროცესში მხარის სტატუსით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლი და სხვა. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა მზია თოდუამ და ეკატერინე გასიტაშვილმა  საზოგადოებრივ ადვოკატებს, გაუზიარეს სასამრთლოს პარქტიკა და ხედვები მათთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე, ქალბატონმა მზია თოდუამ ადვოკატებს შესთავაზა, პრობლემური და მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების განსახილველად გამოიყენონ სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს ფორმატი, სამივე ინსტანციის მოსამართელეების მონაწილეობით.