ცხელი ხაზი: 292 00 55
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ნინო ჩუტკერაშვილი (23.04.1974) იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგდოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. მან პროფესიული მოღვაწეობა დაიწყო, როგორც ჟურნალისტმა, 1995 წელს საქტელე-რადიო კორპორაციის პირველ არხზე. 2004-2011 წლებში ასრულებდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტის მოვალეობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, პიარ-სააგენტო "პროფილსა" და კერძო კომპანიაში "ეკო-ფუდი".
2011-2017 წლებში იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის სცენარისტი და პროდიუსერი იყო;
2010 წლიდან თანამშრომლობს ჰოლანდიურ არასამთავრობო არაკომერციულ ფონდთან "არტექო", რომლის ორგანიზებულია ყოველწლიური ფესტივალი "იბერია", ქართული კულტურის დღეები საზღვარგარეთ და სხვა არტ-პროქტები;
ნინო ჩუტკერაშვილი არის 10-მდე საერთაშორისო კულტურული პროექტის ორგანიზატორი და 15-მდე დოკუმენტური ფილმის სცენარისტი და პროდიუსერი. მის ფილმს "ხელმწიფე"დამსახურებული აქვს "გრან-პრი" და კონგრესის პრიზი (2015, ეკატერინბურგის ანთროპოლოგიური ფილმების ფესტივალი), ხოლო ფილმი "მატუშკა" მედიაკონკურს "ადამი-მედია პრიზის" ნომინატია. ასევე გამარჯვებულია გერმანული დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე "ავრორა", როგორც "შესანიშნავი შემოქმედებითი ნამუშევარი".