ცხელი ხაზი: 292 00 55
უფასო იურიდიული კონსულტაცია უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. იურდიული დახმარების სამსახურსა და სერვისების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე სოფლებში არსებულ რემდენიმე საზოგადოებრივ ცენტრში, გარკვეულ დღეებში, დილის 10–დან 18 საათამდე იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტები მოსახლეობას უფასო იურიდიულ დახმარებას უწევენ. ეს ცენტრებია:
გეგუთის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) საზოგადოებრივი ცენტრი – ყოველი თვის მეორე ოთხშაბათი;
მარტყოფის (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) საზოგადოებრივი ცენტრი – ყოველი თვის მეორე ორშაბათი;
ტყვიავის (გორის მუნიციპალიტეტი) საზოგადოებრივი ცენტრი – ყოველი თვის მეორე პარასკევი;
ჩაქვის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) საზოგადოებრივი ცენტრი – ყოველი თვის მეორე ოთხშაბათი;
კაბალის (ლაგოდეხის მუნიცპალიტეტი) საზოგადოებრივი ცენტრი – ყოველი თვის მეორე ოთხშაბათი;
დასახელებული პუნქტებისა და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლებს აღნიშნულ დღეებში შეუძლიათ შეხვდნენ იურისტებს და მიიღონ მაღალკვალიფიციური რჩევები მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე.
ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს იურიდიული დახმარების სამსახურის 12 ბიურო და 7 საკონსულტაციო ცენტრი, სადაც უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღება ყველას შეუძლია, ხოლო საადვოკატო მომსახურების გაწევა და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, ძირითდად, გადახდისუუნარო მოსახლეობისთვისაა შესაძლებელი. მეტი ინფორმაცია:www.legalaid.ge