2018 წლის 3-4 სექტემბერს იურიდიდული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს ოფისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ევროპული სტანდარტები სიცოცხლის უფლებასა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებაზე“. ტრენინგი ორგანიზებული იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ და მას ესწრებოდნენ იურიდიული დამხარების სამსახურის ქუთაისის, ზესტაფონის და ფოთის ბიუროების, აგრეთვე, იურიდიული დახმარების სამსახურის რეესტრის საზოგადოებრივი ადვოკატები.

ტრენერებმა – სამართლის ექსპერტებმა კონსტანტინე კორკელიამ და ბესარიონ ბოხაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს გააცნეს სიცოცხლის უფლების ევროპული სტანდარტები, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში, წამების და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის გამოძიებაში შემავალი პროცესუალური მხარეები, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები და ა.შ. შესრულდა პრაქტიკული დავალებები, დარიგდა საინფორმაციო ბროშურები.