13.09.2018 იურიდიული დახმარების სამსახურის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ტუია ალთანგერელი ესტუმრა. სტუმარმა თავდაპირველად თბილისის ბიურო მოინახულა, დეტალურად გაეცნო კონსულტანტებისა და საზოგადოებრივი ადვოკატების სამუშაო პირობებსა და საქმეთა განაწილების წესებს.

შემდგომ ქალბატონი ტუია ალთანგერელი იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციულ ოფისს ეწვია. სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ სტუმარს წარუდგინა პრეზენტაცია, სადაც ასახულია ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურის, სერვისების, მანდატის და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იურიდიული დახმარების სამსახურთან მისი დაარსების დღიდან თანამშრომლობენ და მხარს უჭერენ სამსახურის მუდმივ განვითარებას.