ცხელი ხაზი: 292 00 55
29 სექტემბერს, ახალციხეში, „რაბათის“ ისტორიულ კომპლექსში „ევროპის დღეები“ აღინიშნა. უკვე რამდენიმე წელია, რაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, იურიდიული დახმარების სამსახურის დონორი ორგანიზაციაა, წარმატებით აღნიშნავს ევროპის დღეებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
ახალციხეში 2010 წლიდან მოქმედებს იურიდიული დახმარების სამსახურის სამცხე-ჯავახეთის ბიურო. ბიუროს თანამშრომლები აქტიურად აწვდიდნენ ინფორმაციას სამსახურის სტენდთან მოსულ ადგილობრივ მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და სამახსოვრო საჩუქრები. ადგილობრივი მოსახლეობა გაეცნო ინფორმაციას ევროკავშირის მხრიდან გაწეული იმ მხარდაჭერის შესახებ, რითაც სარგებლობს იურიდიული დახმარების სამსახური. აღნიშნული და კიდევ არაერთი ფაქტორის გამო, საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის, ახალციხელებისთვის უზრუნველყოფილია სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობა.