ცხელი ხაზი: 292 00 55
16.10.2018 იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების ადვოკატები და კონსულტანტები აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის – PROLoG-ის მიერ ორგანიზენბულ ტრენინგს ესწრებიან. მონაწილეებს მიესალმა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ირაკლი შონია. მან აღნიშნა, რომ დიდია საზოგადოებრივი ადვოკატების ინტერესი ტერნინგის თემატიკის მიმართ.
აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის – PROLoG-ის წარმომადგენელმა ირინა ლორთქიფანიძემ წარადგინა ტრენერები: თინათინ ცხვედიანი და დავით კვაჭანტირაძე.
დანაშაულის პროვოცირების აკრძალვა, ქართული კანონმდებლობა პროვოცირების აკრძალვის შესახებ, კანონი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ, კანონი პროკურატურის შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი – ეს ის ძირითდი საკითხებია, რომლებზეც ტრენერები იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების წარმომადგენლებს ესაუბრებიან. ტრენინგის ფარგლებში გათვალისწინებულია პრაქტიკული დავალებების შესრულებაც.