18.10.2018 იურიდიული დახმარების სამსახურს რამდენიმედღიანი ვიზიტით ეწვია ექსპერტი ნიდერლანდების სამეფოდან, ნიდერლანდების იურიდიული დახმარების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე  პეტერ ვან დენ ბიგელაარი. ვიზიტის მიზანია იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებში დასაქმებული საზოგადოებრივი ადვოკატების დატვირთულობის საკითხის შესწავლის და დატვირთულობის განსაზღვრა. ექსპერტი ხვდება სამსახურის მენეჯმენტს, იურიდიული დახმარების ბიუროების ხელმძღვანელებს, ადვოკატებს და მოსამართლეებს. ვიზიტის ფარგლებში პეტერ ვან დენ ბიგელაარის მიერ შესწავლილი იქნება ადვოკატების მუშაობის სპეციფიკა, სტატისტიკური მონაცემები, ბიუროების გეოგრაფიული მდებარეობა, მათი სამოქმედო ტერიტორია, ადვოკატების გადაადგილების ინტენსივობა, საქმეთა კატეგორია, და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები, რომელიც გავლენას ახდენს ადვოკატის დატვირთვაზე.

აღსანიშნავია, რომ პეტერ ვან დენ ბიგელაარი რამდენიმე ათეული წელია მუშაობს ჰოლანდიის იურიდიული დახმარების სისტემაში. 2009-2016 წლებში ეკავა სამსახურის  ხელმძღვანელის თანამდებობაც.  ამჯერად, იგი ჰოლანდიის იურიდიული დახმარების სისტემაში ერთ–ერთ საუკეთესო ექსპერტად მიიჩნევა.  სტუმრის ვიზიტი განხორციელებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP)  ერთობლივი პროექტის ფარგლებში.