იმერეთის–ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მიხეილ ხუსკივაძე ორი წლის განმავლობაში იცავდა მოქალაქე ბ.ლ.–ს ინტერესებს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარს ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც ითვალსიწინებს თვისუფლების აღკვეთს სამიდან ექვს წლამდე).

ბრალდების დადგენილების მიხედვით, ბ.ლ.–მ დანით დაჭრა დაზარალებული ბ.ზ. ზესტაფონის რაიონულმა პროკურატურამ ბენეფიციარის დაპატიმრება მოითხოვა. საზოგადოებრივმა ადვოკატმა მიხეილ ხუსკივაძემ, კლიენტთან შეთანხმებით შეიმუშავა დაცვის სტრატეგია, შეაგროვა მტკიცებულებები და სასამართლო პროცესზე დაასაბუთა, რომ ბ.ლ.–ს აღნიშნული ქმედება ჩადენილი ჰქონდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ამასთანავე,  ბრალდებული თავად გამოცხადდა პოლიციაში, წარმოადგინა დანაშაულის ჩადენის იარაღი და შესაბამისად, არ არსებობდა ბრალდებულის მიმალვისა და მართლმსაჯულების ხელის შეშლის საფრთხე. ზესტაფონის რაიონულმა სამართლომ სრულად დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნა გირაო 3000 ლარის ოდენობით.

ზესტაფონის რაიონულ  სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ერთი წელი გაგრძელდა. მოწმეთა ჩვენებებმაც დაადასტურა, რომ ინციდენტის დროს ბ.ლ. მხოლოდ თავს იცავდა.  დაზარალებული კი ცრუობდა.

ადვოკატმა მიხეილ ხუსკივაძემ დასკვნით სიტყვაში ბენეფიციარის უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვა, ვინაიდან ბრალდებულმა ბ.ლ.–მ აღნიშნული ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩიდინა. მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. პროკურატურამ აღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც სრულად გაიზიარა საზოგადოებივი ადვოკატის პოზიცია და უცვლელად  დატოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ ბ.ლ.–ს საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი.