2018 წლის 19 სექტემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ზუგდიდის ბიუროს  უფროსი რომან კეიდია, კონსულტანტი ნინო მინჯია და არასამთავრობო ორგანიზაცია ‘სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ირაკლი ავალიანი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ზღვაიას დასახლებაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ. იურისტებმა დევნილებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები; დევნილთა სამართლებრივი პრობლემები; სოციალური დახმარება და პროგრამები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის; ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები; იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები; მიწის, უძრავი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებული პრობლემები; თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების დაკანონების, საკუთრების რეგისტრაციისა და პრივატიზების საკითხები; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, პენსიის დანიშვნის პროცედურები, მემკვიდრეობა, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხები და სხვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი”, რომელიც მუშაობს დევნილთა საკითხებზე შედის "კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს” (LAG) შემადგენლობაში, რომელთანაც იურიდიული დახმარების სამსახურს გაფორმებული აქვს მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.  სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ აღნიშნული ორი ორგანიზაციის თანამშრომლობა გახდეს უფრო მრავალმხრივი და სრულყოფილი მოქალაქეთა დახმარების კუთხით.

იურისტებმა შეხვედროს მონაწილეებს გადასცეს საინფორმაციო ბუკლეტები და გაუწიეს  ინდივიდუალური კონსულტაციები.