მიმდინარე წლის 5-8 ნოემბერს, ბორჯომში, ტარდება რიგით მეორე ტრენინგი თემაზე: "ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხები" იურიდიული დახმარების სამსახურის დასავლეთ საქართველოს ბიუროების და რეესტრის ადვოკატებისთვის. ტრენინგის ჩატარება მიზნად ისახავს როგორც ცნობიერების ამაღლებს და ფსიქოლოგიური ასპექტების გაცნობას, ასევე ადვოკატების შემდგომ სპეციალიზაციას.

სსიპ იურიდიული სამსახურის მიერ შემუშავდა კონცეფცია რომელიც მიზნად ისახავს ადვოკატებისთვის სპეციალიზაციის მინიჭებას "ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე", მსხვერპლთათვის ეფექტური იურიდიული დამხარების მიწოდების მიზნით, კონცეფცია ასევე ითვალისწინებს სპეციალიზაციის მინიჭების რამდენიმე ეტაპს:

1. სპეციალიზაციის მინიჭების მსურველ კანდიდატთა შერჩევა სამოტივაციო წერილის საფუძველზე;
2. პროფესიული გადამზადების კურსის გავლა წინასწარ დამტკიცებული მოდულის მიხედვით;
3. პროფესიული გადამზადების კურსის გავლის შემდგომი ტესტირება.

სამივე ეტაპის წარმატების გადალახვის შემდეგ, თითოეულ ადვოკატს ენიჭება სპეციალიზაცია, რაც გულისხმობს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების ბიუროში და საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რიცხულ ადვოკატთა შორის, ამ კატეგორიის საქმეთა განაწილებისას პრიორიტეტის მიენიჭებას სპეციალიზებულ ადვოკატებზე. 
ტრენინგი მიმიდნარეობს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის – UN women ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, იურიდიული დახამრების სამსახური, გადახდისუნარიანობის მიუხედაად ახორციელებს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვეპლების დაცვას.

სპეციალიზაციის მინიჭების შემდეგ, კიდევ უფრო აიწვეს იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ადვოკატების მიერ ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი, როგორც სამართლებრივი კონსულტაციის, ასევე, იურიდიული დოკუმენტების შედგენის და საადვოკატო წარმომადგენლობის განხორციელების მიმართულებით.