ცხელი ხაზი: 292 00 55
2018 წლის 13-15 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას იურიდიული დახმარების შესახებ. ღონისძიებას დაესწრება 300-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის პარლამენტების, მთავრობების, მართლმსაჯულების სისტემისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტი და იურიდიული დახმარების სამსახური, საერთაშორისო სამართლებრივ ფონდთან (ILF), ღია საზოგადოება სამართლებრივ ინიციატივასთან (OSJI), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსთან (UNODC) ერთად.
კონფერენციის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU), ევროსაბჭო (CoE), ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG).
კონფერენციას გახსნიან: ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში; ლუიზა ვინტონი, გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში; პიტერ ვიბლერი, USAID-ის მისიის ხელმძღვანელი; ქრისტიან ურსე, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში; ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ჯენიფერ სმითი, საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის (ILF) აღმასრულებელი დირექტორი; მელიტონ ბენიძე, საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი და მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.
კონფერენცია მიეძღვნება გლობალურ გამოწვევებს მოწყვლადი ჯგუფებისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის სფეროში, კერძოდ, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში.
ამ მასშტაბის საერთაშორისო კონფერენცია მსოფლიოში მესამედ ჩატარდება. პირველი კონფერენცია გაიმართა 2014 წელს იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა), ხოლო მეორე - 2016 წელს ბუენოს აირესში (არგენტინა).
ჟურნალისტებს ვიწვევთ კონფერენციის გახსნაზე დასასწრებად:
სამშაბათს, 13 ნოემბერს, 09:00 საათზე, სასტუმროში „ბილთმორი თბილისი“, რუსთაველის გამზირი 29, თბილისი. რეგისტრაცია დაიწყება 08:00 საათზე.
კონფერენციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.ilac2018.ge და სოციალურ მედიაში #LegalAid2018
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური
ვები & სოციალური მედია
www.ilac2018.ge
#LegalAid2018