ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს კონსულტანტი ნინო შარაშიძე და ადვოკატი ნატო ირემაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს - ქობულეთის მერსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა და შესაბამისად ამ ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირება იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქციების, იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმების შესახებ და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხების განხილვა.
აჭარის ბიუროს წამომადგენლებმა მიმოიხილეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა, ისაუბრეს იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდამჭერი ორგანიზაციების, უფასო იურიდიული კონსულტაციის ყველასათვის ხელმისაწვდომობისა და იურიდიული დახმარების გაწევის, როგორც ძირითადი, ასევე საგამონაკლისო კრიტერიუმების შესახებ. შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვადასხვა აქტუალური საკითხები, როგორიცაა სასესხო ურთიერთობები (ბანკებთან და ა.შ); მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები, უძრავი ქონების დარეგისტრირება, ოჯახში ქალთა და ოჯახის სხვა წევრთა მიმართ ძალადობისაგან დაცვა, "შემაკავებელი" და "დამცავი" ორდერების მნიშვნელობა და გამოცემის წესი, ვადები, ძალადობის დროს მსხვერპლის (სავარაუდო მსხვერპლის) უფლებები, საოჯახო სამართალთან დაკავშირებული საკითხები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის მიმღებად ცნობისა და მხარდამჭერის დანიშვნის წესი და პროცედურები, სოციალური საკითხები, როგორიცაა პენსია და სოციალური დახმარება, უფასო ადვოკატირების შესაძლებლობა და პირობები და უამრავი სხვა საკითხი, რომელთა ცოდნა აუცილებელია მოსახლეობისათვის საკუთარი უფლებების დასაცავად.
იურისტებმა უპასუხეს ადგილობრივთა შეკითხვებს და მათ გადასცეს იურიდიული დახმარების სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები, როგორც მათი, ასევე საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირების მიზნით.