ცხელი ხაზი: 292 00 55
2018 წლის 19 ნოემბერს, მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები ნათია ბერძენიშვილი და ქეთევან თალაკვაძე, ააიპ საზოგადოებრივი პროგრამების ფონდის წარმომადგენლებთან - ზურაბ ჩიკვატიასა და ირაკლი წულაიასთან ერთად ესტუმრნენ კონფლიქტისპირა ზონის სოფელ ფრეზეთს, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის. შეხვედრას ესწრებოდნენ იძულებით გადაადგილებული პირები, ახალგორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
იურისტებმა ადგილობრივ მოსახლეობა მიაწოდეს ამომწურავი ინფორმცია ირუიდიული დახმარების სამსახურის სერვისების, დევნილთა სამართლებრივი პრობლემების, სოციალური დახმარებისა დაიძულებით გადაადგილებულ პირთა პროგრამები, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების, მიწის, უძრავი ქონების დაკანონებასთან დაკავშირებული პრობლემების, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების დაკანონების, საკუთრების რეგისტრაციისა და პრივატიზების საკითხების შეასეხაბ.
გარდა ამისა, პასუხი გაეცა შეკითვებს სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის, პენსიის დანიშვნის პროცედურების, მემკვიდრეობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე და სხვა.