იურიდიული დახმარების სამსახური აქტიურად ჩაერთო, 25 ნოემბრიდან 10 დკემბრამდე მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე, გლობალურ კამპანიაში „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინაააღმდეგ“, რადგან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტია.

26 ნოემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებმა თეა ჯანგიანმა, ნანა ლუტიძემ  და საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა – სალომე გიორგაძემ შეხვედრა გამართეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობასთან. იურისტებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე „ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა“. კორბოულის მცხოვრებლებს მიეწოდათ გლობალური კამპანიის ძირითადი გზავნილები, რომ სახელმწიფო იცავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ იცავს ძალადობის მსხვერპლს და სთავაზობს მას სერვისებს იმისათვის, რომ იყოს ძალადობისგან დაცული და იცხოვროს ღირსეულ, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში. იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ  უზრუნველყოფილია უფასო სამართლებრივი დახმარება ძალადობის ყველა მსხვერპლისთვის - მისი გადახდისუნარიანობის მიუხედავად. 

შეხვედრაზე დარიგდა სპეციალური ბუკლეტები და მოქალაქეებს ადგილზე გაეწიათ კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე.

 #სახელმწიფოზრუნავს
 #დავძლიოთძალადობა
#16დღიანიკამპანია2018
#ძალადობისწინააღმდეგ
#საერთოსაქმეა