ცხელი ხაზი: 292 00 55
30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით (2018), ბორჯომში საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე „სამოქალაქო საქმეების განხილვა ბავშვის მონაწილეობით“.
ტრენინგს უძღვებიან ფსიქოლოგი - ნინო ლორთქიფანიძე, სოციალური მუშაკი - ნელი აკობია და იურისტი - ბიძინა ხარაზიშვილი. იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების სამოქალაქო სამართლის მიმართულების ადვოკატები ეცნობიან ბავშვის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებსა და სტანდარტებს, ასევე საქართველოს კანონმდებლობის სპეციფიკურ ასპექტებს, ადვოკატისა და სოციალური მუშაკის თანამშრომლობის საკითხებს ოჯახური დავებისა და აღსრულების საქმეებზე; ბავშვთა უფლებების კონვენციას, ფსიქოლოგიური შეფასების საკითხებს სამოქალაქო საქმეებში და ა.შ.
ტრენინგი ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს ბავშვების ორგანიზებით ხორციელდება.