2018 წლის 2-4 დეკემბერს, კახეთში, ლოპოტას ტბის კომპლექსში, იურდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზეევროპული სტანდარტები სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და პირადი ცხოვრების უფლებისშესახებ.

ტრენინგი ორგანიზენულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტისსაქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერებისმიერ. ევროპის საბჭოს ექსპერტები კონსტანტინე კორკელია და ლევან მესხორაძე ტრენინგის მონაწილეებს ესაუბრებიან პირადი ცხოვრების უფლების დაცულობის კონკრეტული ასპექტების, სასამართლოში საქმის სამართლიანი განხილვის ძირითადი ელემენტების, მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

განხილულია კონკრეტული მაგალითები საერთაშოორისო სამართლებრივი სფეროს პრაქტიკიდან, რაც საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტების ყოველდღიური საქმიანობის სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლების საფუძველს იძლევა.