ცხელი ხაზი: 292 00 55
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, 2018 წლის 4 დეკემბერს სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები მაია დარასელია, ქეთევან გვაზავა და ზაზა კვირკველია ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს შეხვდნენ. წარდგენილი იქნა თემატური პრეზენტაცია „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე“, შეხვედრა მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეების ინფორმირებას "ქალთა მიმართ და ოჯახშიძალადობის საკითხებზე" - თუ რა სახის დახმარებას სთავაზობს იურიდიული დახმარების სამსახური ძალადობის მსხვერპლებს და აგრეთვე სხვა მოქალაქეებს, რომლებსაც სამართლებრივი პრობლემები აქვთ. დარიგდა სამსახურის საინფორმაციო ბუკლეტები.
#სახელმწიფოზრუნავს
#დავძლიოთძალადობა
#16დღიანიკამპანია2018
#ძალადობისწინააღმდეგ
#საერთოსაქმეა