10.12.2018 იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები, სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“, ესწრებიან ტრენინგს თემაზე „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები და თანამედროვე ტენდენციები“, რომელიც ტარდება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში.
⇒ მიზანი: იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) საკითხებზე
⇒ ტერნერები: იუსტიციის სამინისტროს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელი ანა ივანიშვილი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წამომადგენელი გრიგოლ გოგოჩაშვილი; ტრეფიკინგის მხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელი ირაკლი ჭყონია.
⇒  ორგანიზატორები: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭო; მიგრაციის პოლიტიკის განვითრების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) და  ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.