ცხელი ხაზი: 292 00 55
2018 წლის 13 დეკემბერს იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს თანამშრომლებმა ცირა ჯგერენაიამ, ლალი ეუაშვილმა და გიორგი შერმადინმა შეხვედრა გამართეს ქ. თბილისში, თბილისის ზღვის დასახლებაში მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან, სადაც საუბარი იყო ქალთა უფლებებზე და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დამცავ მექანიზმებზე.
შეხვედრა შედგა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ყურადღება განსაკუთრებით იქნა გამახვილებული იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ შეთავაზებულ სერვისებზე ძალადობის მსხვერპლი ყველა პირისათვის. იურისტებმა დევნილებს გააცნეს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული ქალთა უფლებები, გამოკვეთილი იქნა კანონის წინაშე თანასწორობის და მართლმსაჯულების თანაბრად ხელმისაწვდომობის პრინციპები.საუბარი შეეხო აღნიშნული კუთხით ქვეყანაში დღეს არსებულ მდგომარეობას, გამოყოფილი იქნა ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები და არსებული გამოწვევები.
ასევე შეხვედრაზე განხილული იქნა დევნილებისათვის აქტუალური სხვა საკითხებიც. დარიგდა ბუკლეტები და ყველა დამსწრე პირს მიეწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პირველადი და შემდგომი ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი, თუკი თავად დაექვემდებარებიან ძალადობას/უფლებების დარვევას ან ამის შესახებ მათთვის გახდება ცნობილი.