17 იანვარს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა–მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა საინფომაციო შეხვედრა სოფელ საგურამოში გამართეს.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა სოფლის მკვიდრ მოსახლეობას და ჩასახლებულ დევნილებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე ესაუბრნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები მსგავს შეხვედრებს პეროიდულად მართავენ, რაც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.