ცხელი ხაზი: 292 00 55
მიმდინარე წლის 21 დეკემბერს სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „სოხუმი“–ს მიერ განხორციელდა ერთობლივი გასვლითი კონსულტაცია ქალაქ ფოთში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებთან, სადაც საუბარი იყო ქალთა უფლებებზე. სპეციალიზებულმა საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ქეთევან გვაზავამ და მაია დარასელიამ წარადგინეს თემატური პრეზენტაცია ქალთა უფლებების შესახებ. დევნილებს გააცნეს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული ქალთა უფლებები, მართლმსაჯულების თანაბრად ხელმისაწვდომობის პრინციპები და ა.შ. ასევე შეეხნენ დევნილებისათვის აქტუალურ სხვა საკითხებსაც.
შეხვედრა გაიმართა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში. იძულებით გადააგილებული ქალბატონები გაეცნენ საკანონმდებლო ცვლილბებსა და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს, რაც გულისხმობს ძალადობის მსხვერპლთა და სავარაუდო მსხვერპლთა დაცვას მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.