2019 წლის 1 თებერვალს, სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ორგანიზებით, პროექტ „იურიდიული კლინიკის“ ფარგლებში, ახალციხის რაიონული სასამართლოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი. საქმეს განიხილავდნენ ბიუროს სტაჟიორები. სასამართლო სხდომა გაიმართა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. ნაფიც მსაჯულებად მოწვეული იყვნენ ქ. ახალციხის #5 საჯარო სკოლის უფროსკლასელები.

სტუდენტებმა მოწმეების, ბრალდებულის, ბრალმდებლებისა და დამცველების პოზიციებიდან განიხილეს სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმე და იმიტირებულ პროცესზე გამოავლინეს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რასაც სტაჟირებისას დაეუფლნენ.

აღსანიშნავია, რომ „იურიდიული კლინიკა“, როგორც ახალგაზრდა იურისტების პროფესიული ზრდის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება, იურიდიული დახმარების სამსახურის რამდენიმე ბიუროში, წარმატებით განაგრძობს ფუნქციონირებას.