ცხელი ხაზი: 292 00 55
7.03.2019 იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი საკონსულტაციო ცეტრების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრას ძირითადად გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ახლადარჩეულმა დირექტორმა თითოეული კონსულტანტისაგან მიიღო ინფორმაცია მათი მუშაობის სპეციფიკის, სამუშაო პირობების და პრობლემატიკის შესახებ.
რაჟდენ კუპრაშვილმა საკონსულტაციო ცენტრების ხელმძღვანელებს გაუზიარა თავისი ხედვა იურიდიული დახმარების სამსახურის, მათ შორის, საკონულტაციო ცენტრების მუშაობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახურს ქვეყნის მასშტაბით 7 საკონსულტაციო ცენტრი აქვს: მარნეულში, ოზურგეთში, საჩხერეში, ონში, მესტიაში, წალკასა და ახალქალაქში. სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, განხვავებულია საკონსულტაციო ცენტრების დატვირთვა და სამუშაო სპეციფიკა. სამსახურის სამომავლო განვითარების გეგმებში გათვალისწინებული იქნება თითოეული რეგიონის კონკრეტული საჭიროებები უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობასთან დაკაშირებით.
გადაწყდა, რომ სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი უახლოეს მომავალში ადგილზე მოინახულებს საკონსულტაციო ცენტრებს.