7.03.2019 - თბილისის იურიდილი დახმარების ბიუროში სისხლის დონაციის მორიგი აქცია ჩატარდა.  შპს "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური", რომელიც  საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია,  სისხლის ჩასაბარებლად პერიოდულად სტუმრობს თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს. აღნიშნულ ორგანიზაციაში ხორციელდება დონორული სისხლისაგან სისხლის კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება.

სისხლის დონაცია უსაფრთხო პროცესია და მას ლეიკემიითა და სხვა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის  სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. 

იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები, თავიანთი უშუალო მოვალეობის შესრულების – მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევის გარდა, პერიოდულად მონაწილეობენ სისხლის ჩაბარების საქველმოქმედო აქციებშიც. საერთშორისო სტანდარტების თანახმად, უანგარო დონორის სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის განსაკუთრებით ეფექტურია.