2019 წლის 18 მარტს იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა ჩატარდა. საბჭოს წევრები ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხს განიხილავდნენ. 

კანონმდებლობის თანახმად, იურიდიული დახმარების საბჭო საკუთრი შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც აირჩევა საბჭოს სრული შემადგნელობის ხმათ უმრავლესობით.

ამჯერად, ღია კენჭისყრის საფუძველზე, იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარე გახდა ნათია ჩირიკაშვილი, რომელიც იურიდიული დახმარების საბჭოში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელია.  

იურიდიული დახმარების საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის მართვის, მისი ფუნქციების ეფექტური შესრულების, სამსახურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა.