2019 წლის 21 მარტს იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა ელისო ბოგვერაძემ, თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ გასვლითი შეხვედრა გამართეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ იურიდიული დახმარების გაწევის პირობებზე. ასევე, ადგილზე გაეწიათ კონსულტაციები და გადაეცათ სამსახურის ბუკლეტები.

მოსახლეობის თხოვნით სამსახურის იურისტები სახლში ესტუმრნენ და ადგილზე გაუწიეს კონსულტაცია ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის და მემკვიდრეობის მიღების შესახებ სოფელში მცხოვრებ 102 წლის ქალბატონს და მისი ოჯახის წევრებს.