ცხელი ხაზი: 292 00 55
დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები იმერეთის-ზესტაფონის ბიუროს თანამშრომლებს შეხვდნენ და მათი მუშაობის პირობებს გაეცნენ.
ბიუროს ოფისი ერთ-ერთი უძველესია და მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე იურისტებითაა დაკომპლექტებული. ოფისი ადაპტირებულია შშმ პირებისათვის.
იმსჯელეს სამსახურის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევების შესახებ. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა და კონსულტანტებმა გამოხატეს თავიანთი მზადყოფნა ამ გამოწვევებზე აქტიური რეაგირებისთვის.