დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო მოინახულეს. მათ დაათვალიერეს ფოთის ბიუროს ახალი ოფისი, რომელიც რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს გორგასლის ქ.22-ში. 

ბიუროს თანამშრომლებმა დირექტორს თავიანთი სამუშაო პირობები გააცნეს. სამსახურის ხელმძღვანელებმა კი მასპინძლებს მიაწოდეს ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ - სამსახურის ინსტიტუციური განვითარებასა და სხვა მიმართულებებთან დაკავშირებით.