ცხელი ხაზი: 292 00 55
დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურში, აშშ-ს კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის ProLog-ისმხარდაჭერით, შედგა სამუშაო შეხვედრა სამსახურის სასწავლო ცენტრის კონცეფციის შემუშავებასთან დაკავშირებით.
მასში მონაწილეობდნენ ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ქეთი თურაზაშვილი, ა/ო „კონსტიტუციის 42-ე მუხლის გამგეობის თავმჯდომარე კახა წიქარიშვილი, ა/ო"საქართველოს მოსამართლეთა ერთობის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი ბესიკ სისვაძე, ფინანსური და სამართლებრივი კონსალტინგის - „მეტრიკას“ დამფუძნებელი და პარტნიორი ლაშა კალანდაძე. იურიდიული დახმარების სამსახურის მხრიდან კი - სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის ფორმირების საკითხები და ახალი პროექტთან დაკავშირებით შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.