2019 წლის 4 თებერვალს სამეგრელო–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს მიმართა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულმა მოქალაქე ი. მ.-მ და ითხოვა დახმარება მისი შვილის  -ზ.თ.-ს ინტერსების დასაცავად. 

ადვოკატმა დავით გოგუამ გაარკვია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარდგენილი ჰქონდა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის (ოჯახში ძალადობა)  პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას და თავისუფლების აღკვეთას  ერთ წლამდე ვადით. ამავე დროს ბრალდებულს დანაშაული ჩადენილი ჰქონდა პირობითი მსჯავრის პერიოდში.

აღსანიშნავია, რომ  ბრალდებული გამოკითხული იყო ადვოკატის ჩართვამდე და აღიარებდა ჩადენილ ქმედებას, ხოლო დავით გოგუას  მიერ გაწეული კონსულტაციის შემდგომ, მან შეიცვალა პოზიცია. საზოგადოებრივი ადვოკატი ბრალდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში  რამდენიმეჯერ შეხვდა და პოზიციების შესაჯერებლად. გარდა ამისა, მან აღნიშნულ საქმეზე მოიპოვა  ბრალდებულის დახასიათება, ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, დაზარალებულის თანხმობა–ნოტარიალურად, რომ რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია.

ადვოკატმა ბრალდებულის უდანაშაულოდ ცნობა და მისი გამართლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ იყო პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ზ.თ-ს მიერ დანაშაულის ჩადენას.

ფოთის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია - ბრალდებულ ზ.თ.-ს მიმართ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი და იგი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.