ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა 9 აპრილის ტრაგედიის ადგილი მოინახულეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 30 წლის წინ მომხდარი ტრაგედია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ტრადიციისამებრ, ადვოკატებმა მემორიალთან ტიტები მიიტანეს და დაღუპულთა მოსახსენიებლად სანთლები აანთეს.