2019 წლის 11 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მრჩევლები ნინო მელაძე და სულხან გველესიანი მონაწილეობდნენ Skype-კონფერენციაში საერთაშორისო სამართლის ფონდის (The International Legal Foundation), ნიუ იორკის ოფისის აღმასრულებელ დირექტორთან ჯენიფერ სმიტთან და ამავე ფონდის მმართველ დირექტორთან ნიკოლ ტეილორთან. 

საუბარი მიმდინარეობდა „გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების“ ახალი სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის გაუმჯობესება.

საერთაშორისო სამართლის ფონდი სურვილს გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს შეფასების სისტემის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფში და დაეხმაროს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს ამ და სხვა რეფორმების განხორციელებაში.