ცხელი ხაზი: 292 00 55
დღეს, 22 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურს ავღანეთის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ავღანეთის იუსტიციის სამინისტროს, საერთაშორისო დონორი და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი სტუმრებს მიესალმა და მოკლედ გააცნო საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა.
პრეზენტაცია სსიპ იურიდიული დსახმარების სამსახურის დღესმოქმედი სტრუქტურის, სერვისების, დახმარების მიღების შესაძლებლობების შესახებ ავღანეთის დელეგაციას გააცნო დირექტორის თანაშემწე სოფიო ნუცუბიძემ.
პრეზენტაციის შემდეგ დელეგაციის წევრებმა დასვეს კითხვები უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის შესახებ, რაზეც სამსახურის დირექტორისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. სტუმრებმა ქართველ მასპინძლებს ასევე გააცნეს ავღანეში მოქმედი იურიდიული დახმარების პირობები.
ხვალ, 23 აპრილს, ავღნეთის დელეგაცია ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიურის ეწვევა და ადგილზე გაეცნობა ბიუროს მუშაობის სპეციფიკასა და პირობებს.