ცხელი ხაზი: 292 00 55
2019 წლის 23 აპრილს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები წეროვანის დევნილთა კომპაქტურ დასახლებას ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო სიტუაციის გაცნობა დევნილებისათვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. სამსახურის წარმომადგენლები ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან - ნუგზარ თინიკაშვილთან ერთად გაესაუბრნენ მოსახლეობას და დაათვალიერეს წეროვანში არსებული ადმინისტრაციული შენობები.
გადაწყდა, რომ წეროვანის ტერიტორიაზე გამოიძებნება ფართი და იურიდიული დახმარების სამსახურის ძალისხევით, მოეწყობა სპეციალური ოთახი, საიდანაც დაინტერსებულ პირებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში დაუკავშირდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტებს და მიიღონნ ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების შესახებ.
წეროვანში ჩასახლებულ დევნილებს საშუალება ექნებათ ზემოაღნიშნული სერვისით ისარგებლონ უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის, 26 მაისისთვის.