2019 წლის 22 აპრილს  იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ზესტაფონის ბიუროს იურისტებმა – თეა ჯანგიანმა და ნანა ლუტიძემ შეხვედრა გამართეს ქალაქ თერჯოლაში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში. შეხვედრის თემა იყო „ქალთა უფლებები“. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ და გაეცვნენ სამსახურის მომსახურების პირობებს. მოსახლეობას ადგილზე გაეწიათ კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე. დარიგდა საინფორმაციო   ბუკლეტები.

აღნიშნული შეხვედრა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში გაიმართა.