ცხელი ხაზი: 292 00 55
ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი იზოლდა მელიქიშვილი წალკის რაიონულ სამმართველოს და თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში იცავდა წალკაში მცხოვრები პ.პ-ს ინტერესებს.
ბრალდების დადგენილებით, ბენეფიციარი თავის მეუღლეს ნ.პ. სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. პ.პ. დააკაავეს და ბრალი წარუდგინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 111–151–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საერთო ჯამში ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.
ადვოკატმა იზოლდა მელიქიშვილმა სასამართლო პროცესზე სადავო გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. გამოიკითხნენ მოწმეები, დაზარალებული. ჯვარედინი დაკითხვის დროს დაცვის მხარის მიერ გამოვლენილი იქნა რეალური ფაქტები, რითაც ნათელი გახდა, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდებული პ.პ. დაზარალებულისგან მხოლოდ თავს იცავდა და მისი მხრიდან ძალადობის და მუქარის ფაქტს ადგილი არ ქონია, რაც ასევე დადასტურდა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ადვოკატმა იზოლდა მელიქიშვილმა ბრალდებულ პ.პ.-ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება მოითხოვა.
თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მთლიანად გაიზიარა დაცვის მხარის მოთხოვნა და 2019 წლის 26 მარტს ბრალდებულ პ.პ–ს მიმართ გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი.